რუსთაველ მამაკაცს ამ დრომდე ეძებენ

2019-01-17 12:47:19

შოვში 5 დღეა რუსთაველ მამაკაცს ეძებენ. ოჯახის ახლობლების თქმით, 24 წლის შოთა სამხარაძე კურორტ შოვში თოვლის ფესტივალზე იყო წასული, იმ დღის შემდეგ ახალგაზრდა მამაკაცის კვალს ოჯახმა ვერსად მიაგნო.

ოჯახის ახლობელი ინფო რუსთავთან აცხადებს, რომ თოვლის ფესტივალზე რუსთაველი მამაკაცი მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა, თუმცა ფესტივალის ტერიტორია სამხარაძემ მარტო დატოვა.

ინფო რუსთავის ინფორმაციით ამ დროისთვის სამძებრო სამუშაოები ცუდი ხილვადობის გამო შეწყვეტილია.

შოთა სამხარაძე რუსთავში, ფალიაშვილის ქუჩაზე ოჯახთან ერთად ცხოვრობს. მას 4 წლის შვილი ჰყავს.