გორში, ცხინვალის ქუჩაზე აფეთქება მოხდა.
არსებული ინფორმაციით აფეთქება ბუნებრივი აირის დაგროვებამ გამოიწვია.
"ინფო რუსთავს" საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს რომ - "ბინაში 66 წლის მამაკაცი იმყოფებოდა, რომელმაც სხეულზე სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღო."
ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო-სამართლო სამსახურის და სასწრაფო დახმარების ეკიპაჟები.
დაშავებული მამაკაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს.