ხანძარი რუსთავში, თოდრიას ქუჩაზე. [ვიდეო/video]
ცეცხლი საცხოვრებელი სახლის მეორე სართულზე გაჩნდა.
არსებული ინფორმაციით ცეცხლი ელექტროსადენებს წაეკიდა რამაც ბინაში ძლიერი დაკვამლიანება გამოიწვია.
ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველო სამსახურის, საპატრულო პოლიციისა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟები.
ინტოქსიკაცია მიიღო 56 წლის ქალმა, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა პაციენტი ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტტაბილურია.