ველოინფრასტრუქტურის განვითარება

2019-01-16 17:56:59

რუსთავის მერი გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების(GIZ) წარმომადგენლებსა და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს კლიმატის ცვლილებების სამმართველოს უფროსს შეხვდა.

შეხვედრაზე, რუსთავში ველოინფრასტრუქტურის განვითარებაზე იმსჯელეს.

კლიმატის ცვლილებებთან ბრძოლის და მერების შეთანხმების ფარგლებში, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება(GIZ)130 ათასი ევროს ღირებულების პროექტის განხორციელებას გეგმავს.
პროექტის ფარგლებში, კვლევა, საქართველოს ოთხ ქალაქში, მათ შორის რუსთავშიც ჩატარდა.

შემდგომ ეტაპზე, კონკრეტული პროექტიც მომზადდება, რომელიც რუსთავში ველოინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობას ითვალისწინებს.

ირაკლი ტაბაღუამ სტუმრებს კულტურისა და დასვენების პარკში მოწყობილი ველობილიკები დაათვალიერებინა და ველოინფრასტრუქტურის განვითარებისა და ზოგადად, ველოსპორტის პოპულარიზაციის კუთხით, რუსთავში განხორციელებულ და დაგეგმილ პროექტებზეც მიაწოდა ინფორმაცია.

,,ჯი აი ზეტ’’-ის წარმომადგენლები ქალაქის მერთან ერთად, დღეს რუსთაველ ველომოყვარულებს და ადგილობრივ მეწარმეებსაც შეხვდნენ.

ინფორმაციას რუსთავის მერია ავრცელებს.