ელ.ენერგიის მიწოდება იზღუდება

2019-01-16 17:50:19

17 იანვარს, "ენერგო-პრო ჯორჯიას" აბონენტების ნაწილს გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება, - ამის შესახებ "ინფო რუსთავს" კომპანია "ენერგო-პრო ჯორჯიადან" აცნობეს.

კერძოდ,  17 იანვარს ელექტროენერგიის მიწოდება 12:00-დან 13:00 საათამდე შეეზღუდებათ აბონენტებს ქ. რუსთავში მარის არხის მე-3 დასახლებაში, ხოლო 13:00-დან 14:00 საათამდე - დავით გარეჯის, მშვიდობის, ჯავახიშვილის, მაზნიაშვილის და მიმდებარე ქუჩებზე.

12:00-დან 14:00 საათამდე და 15:00-დან 17:00 საათამდე - აბონენტებს ლილოში და დიდ ლილოში, ხოლო 11:00-დან 12:00 საათამდე - გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფლებს ლემშვენიერა, ჯანდარა, ნაგები, მზიანეთი. 12:00-დან 13:00 საათამდე - სოფლებს კუმისი, კრწანისი, მთის ძირი, კუმისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე. 14:00-დან 17:00 საათამდე - სააკაძეს, მარტყოფს, სამგორს, ახალსოფელს.

11:00-დან 18:00 საათამდე - ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფლებს დარბაზი, ფოცხვერიანი, გეთა, წიფორი, ხახალაჯვარი, ჭრეში.

13:35-დან 19:00 საათამდე - დმანისის მუნიციპალიტეტის სოფლებს  გომარეთი, ველისპირი, სარკინეთი, განახლება, მამულო, ახა.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.