სამგზავრო მიკროავტობუსი, რომელსაც ქალაქის მასშტაბით მგზავრები გადაჰყავდა 3 მანქანას დაეჯახა.
ავტოსაგზაო შემთხვევა რუსთავში, მეგობრობის გამზირზე მოხდა.
შემთხვევის შედეგაც შიდა საქალაქო ტრანსპორტში მყოფ მძღოლსა და მის მგზავრებს დაზიანება არ მიუღიათ. ინფო რუსთავის ინფორმაციით, სამედიცინო დახმარება არც სხვა ავტომობილში მსხდომ ადამიანებს დასჭირდათ.
ადგილზე მობილიზებული იყო რუსთავის საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი.