კომპანია „რუსთავის წყალი“ განცხადებას ავრცელებს.

2017-02-22 15:03:05

რუსთავში, მე-16 და მე-12 მიკრო-რაიონებს შორის, კომპანია „რუსთავის წყლის“ 200 მმ-იანი ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდული დაზიანდა.

აღნიშნულთან დაკავშირებით დღეს, 11:00 საათიდან, 21:00 საათამდე, წყალმომარაგება შეეზღუდება: შარტავას, ტაშკენის, აღმაშენებლის და მოდებაძის ქუჩებს; მე-11-21-ე მირკორაიონებს.

ლეონიძის ქუჩაზე, კომპანია „რუსთავის წყლის“ 500 მმ-იანი მაგისტრალური წყალსადენის ქსელი დაზიანდა.

წყალსადენის ქსელის დაზიანებული მონაკვეთის აღსადგენად, რამდენიმე საათის განმავლობაში, მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლაა აუცილებელი, რის გამოც დღეს, 11:00 საათიდან, 21:00 საათამდე, წყალმომარაგება შეეზღუდება: ლეონიძის, ლესელიძის,  ტურგენევის,  პუშკინის,  ქუჩიშვილის, ღლონტის და მიმდებარე  ქუჩების  მაცხოვრებლებს; თოდრიას N3 ჩიხში, კომპანია „რუსთავის წყლის“ 250 მმ-იანი წყალსადენის ქსელი და ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდული დაზიანდა.

წყალსადენის ქსელის და ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულის დაზიანების აღსადგენად, რამდენიმე საათის განმავლობაში, მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლაა აუცილებელი, რის გამოც დღეს, 11:00 საათიდან, 21:00 საათამდე, წყალმომარაგება შეეზღუდება: მესხიშვილის ქუჩას; თოდრიას  ქუჩას და ჩიხებს;

ამ მომენტისთვის, ადგილზე მობილიზებულია ტექნიკური ჯგუფები და დაზიანების აღსადგენად მოსამზადებელი  სამუშაოები მიმდინარეობს.

წყალმომარაგების შეწყვეტისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, „რუსთავის წყალი“ აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით მიაწვდის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 22 00 11 და ფეისბუქის საშუალებით.

კომპანია „რუსთავის წყალი“  ბოდიშს  უხდის აბონენტებს დისკომფორტისთვის  და  შეეცდება  ტექნიკური  სამუშაოები, რაც  შეიძლება  მოკლე  დროში  დაასრულოს.