კვერცხის სურათი 13 იანვარს, ინსტაგრამზე ოფიციალურად ყველაზე მეტი მოწონების მფლობელი გახდა და ამით, კაილი ჯენერის შვილის სურათის რეკორდი მოხსნა. კვერცხის სურათს ამ დროისთვის 32,5 მილიონზე მეტი მოწონება აქვს.
2018 წლის 6 თებერვლიდან ინსტაგრამზე ყველაზე პოპულარული სურათის ტიტულს კაილი ჯენერის შვილის ფოტო ფლობდა.
თუმცა, 4 იანვარს ინსტრაგრამზე უცნობმა ჯგუფმა შექმნა პროფილი @world_record_egg, რომელზეც კვერცხის ერთი ფოტოა განთავსებული. კვერცხის პროფილის შექმნის მიზანი, კაილი ჯენერის რეკორდის მოხსნა იყო, რაც უკვე შესრულდა კიდეც. როგორც ცნობილია, მსოფლიოს რეკორდსმენი კვერცხის ინსტაგრამის პროფილის მიღმა ბრიტანელი ჰენრიეტა დგას.