14 იანვარს ელექტროენერგიის მიწოდება იზღუდება

2019-01-13 20:40:44

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს.

ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 14 იანვარს ელექტროენერგიის მიწოდება:

11:00-დან 18:00 საათამდე შეეზღუდებათ ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფლებს  მუშევანი, ჯავშანიანი, კიანეთი, ქვეში, საბერეთი. 12:00-დან 14:00 საათამდე - დაბა თამარისს, სოფლებს ნახიდური, ცურტავი, მუხრანა, ალავარი და მიმდებარე სოფლებს.

11:30-დან 18:30 საათამდე - დმანისის მუნიციპალიტეტის სოფლებს  იფნარი, კიზილაჯლო, ორმაშენი, ბახჩალარი, საჯა.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.