მარნეულში, 15 წლის მოზარდი, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირით ინტოქსიკაციის შედეგად გარდაიცვალა.
როგორც ოჯახის წევრებს ამბობენ, გოგონა ოთახში ბუნებრივი აირის გამათბობელთან უგონო მდგომარეობაში ნახეს. ის სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა მარნეულში ერთერთ სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანა. ექიმების ინფორმაციით, გოგონა კლინიკაში უკვე გარდაცვლილი მიიყვანეს.
შემთხვევა გუშინ მოხდა.