ერთიანი ნაციონალური მოძრაობის რუსთავის #30 ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი დავით კირკიტაძე, #24 სააჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე გადაღებულ ვიდეოს ავრცელებს. ვიდეოში ასახულია, როგორ გადასცემს უბნის ერთ-ერთი დამკვირვებელი თანხას მამაკაცს. დავით კირკიტაძის განცხადებით, ადგილი ჰქონდა ამომრჩევლის მოსყიდვას. აღნიშნულ საარჩევნო უბანზე ფაქტი „ინფო რუსთავმა“ გადაამოწმა. პიროვნებამ, რომელიც ვიდეოში ჩანს, თანხის გადაცემის ფაქტი დაადასტურა, თუმცა მოსაზრება ამომრჩევლის მოსყიდვის შესახებ-უარყო. დამკვირვებლის თქმით, მან თანხა მეორე პიროვნებას,სასმელი წყლის შესაძენად გადასცა. უბნის თავმჯდომარემ, ფაქტის დასადასტურებლად,“ინფო რუსთავს“ ნაყიდი პროდუქტი აჩვენა.