9 იანვარს ელ.ენერგიის მიწოდება იზღუდება

2019-01-08 18:12:28

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს.

9 იანვარს ელექტროენერგიის მიწოდება 17:00-დან 18:00 საათამდე შეეზღუდებათ აბონენტებს გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ მარტყოფში.

14:30-დან 18:30 საათამდე - ბოლნისში სიონის, სანაპიროს, მაშავერას, სულხან საბას ქუცებს, სოფლებს რატევანი, აკაურთა, მამხუტი.

11:30-დან 18:30 საათამდე - დმანისის მუნიციპალიტეტის სოფლებს იფნარი, კიზილაჯლო, ორმაშენი, ბახჩალარი და მიმდებარე სოფლებს.

12:00-დან 13:30 საათამდე - თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფლებს დიდი თონეთი, ორბეთი, ღოლოვანი, ელფია, შამთა და მიმდებარე სოფლებს. 13:30-დან 15:00 საათამდე - დაბა მანგლისში დიდგორის, დადიანის, თდემეტრე თავდადებულის, ბადალაშვილის, კანდელაკის და მიმდებარე ქუჩებს.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.