გადაიდება თუ არა სწავლა სკოლებში

2019-01-08 14:01:09

ამ კვირის განმავლობაში დავაკვირდებით რა მდგომარეობა იქნება, შემდგომ ჯანდაცვის სამინისტრო და განათლების სამინისტრო ერთობლივ გადაწყვეტილებას მიიღებენ, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ, ვირუსების გამო სასწავლო პროცესის დაწყების შესაძლო გადადებასთან დაკავშირებით განაცხადა.

"ქვეყნისთვის ეპიდემიური ზღვარი არის 450 000 - 500 000 მოსახლეზე. დღეს ჩვენ გვაქვს 254 000. ამ კვირის განმავლობაში დავაკვირდებით რა მდგომარეობა იქნება და შემდგომ ჯანდაცვის სამინისტრო და განათლების სამინისტრო ერთობლივ გადაწყვეტილებას მიიღებენ", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მისივე განცხადებით, ამ ეტაპზე H1N1-ით გარდაცვალების ლაბორატორიულად დადასტურებული 10 შემთხვევა დაფიქსირდა.