მამაკაცი სტიქიის დროს დაშავდა

2019-01-05 15:43:22

ბათუმში სტიქიის დროს დაშავებული 54 წლის მამაკაცი გარდაიცვალა.

გუშინ ძლიერი ქარის დროს ბათუმის მერიის თანამშრომელი, სოსო შარვაშიძე დაშავდა, რომელიც სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.

პაციენტი მიღებული ტრამვების შედეგად დღეს გარდაიცვალა.

შეგახსენებთ რომ საცხოვრებელ სახლს სახურავი ძლიერმა ქარმა გუშინ ახადა რომელიც ტროტუარზე დაეცა და 2 ადამიანი ქვეშ მოიყოლა.