ბოლნისის მუნიციპალიტეტში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების 4 ფაქტი გამოვლინდა- ამის შესახებ ინფორმაციას, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების 4 ფაქტი გამოავლინეს.
ბოლნისის მუნიციპალიტეტში გაჩერებული ავტომანქანების ძარაზე მოქალაქეებს ჯამში 24 მ3 სხვადასხვა სახეობის საშეშე მერქანი ჰქონდათ განთავსებული.