რუსთავის საკრებულოში ბიუროს სხდომაზე, რომელიც გასული წლის ბოლოს გაიმართა, მაჟორიტარი დეპუტატი პაატა მხეიძე რუსთავის სატრანსპორტო ბაზარე კონკურენტი კომპანიის გამოჩენასთან დაკავშირებით ინიციატივით გამოვიდა. [ვიდეო/video]
როგორც სხდომაზე დეპუტატმა აღნიშნა, არსებობს სუბიქტი, რომელიც რუსთავი-თბილისის მიმართულებით მგზავრებს 1 ლარად გადაიყვანს და თანხობრივი თვალსაზრისით ბიუჯეტშიც მეტ შენატანს გააკეთებს.
"იქნებ დასხდეთ და მოილაპარაკოთ რომ ბაზარზე გვყავდეს კონკურენტი ფირმა რომლის გამოც თავს შეიკავებენ ტარიფების ზრდისგან და სხვა მსგავსი ულტიმატუმების ფორმისგან. არ ვგულისხმობ, რომ ჩვენი თანამოქალაქეები დავტოვოთ უმუშევარი და ვიღაც სხვა ვეძებოთ. იქნებ ვიფიქროთ ბაზარზე მეორე მოთამაშის შემოყვანაზე. არის ასეთი სუბიექტი, რომელსაც მე პირადად არ ვიცნობ და არც ის არ ვიცი რამდენად საიმედოა მისი ნათქვამი, თუმცა ამბობს, რომ საკრებულოსთან გაფორმებული ხელშეკრულების რაოდენობას თანხობრივი თვალსაზრისით გაზრდის ასჯერ და თანაც ლარად გადაიყვანს რუსთავიდან თბილისში ხალხს", - განაცხადა პაატა მხეიძემ.
შეგახსენებთ, რომ 29 დეკემბერს, რუსთავი-თბილისის მიმართულებით მოძრავ ყვითელ სამარშრუტო მიკროავტობუსებში ასეულ მგზავრებს მგზავრობის საფასური 50 თეთრით გაძვირებული დახვდათ. საკითხთან დაკავშირებით, მერიაში აცხადებენ, რომ კომპანიის მხირადან ეს თვითნებური გადაწყვეტილება იყო და რეაგირებაც შესაბამისი იქნება, თუმცა რამდენად რეალურია რუსთავი-თბილისის მარშრუტის მონოპილიურ სატრანსპორტო ბაზარზე კონკურენტი მოთამაშის გამოჩენა, ეს ჯერ კიდევ უცნობია.