რუსთავში ოდიშარიას ქუჩა 4-ჯერ გადათხარეს.
ქუჩის რეაბილიტაციისთვის ტენდერი დაახლოებით 1 წლის წინ გამოცხადდა, ქალაქის ბიუჯეტიდან გზის ამ მონაკვეთის კეთილმოწყობისთვის 157 775 ლარი გამოიყო.
ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ "იბერია", სამუშაოები მალევე დაიწყო თუმცა ხარვეზებით. ქალაქის ინფრასტრუქტურის სამსახურს რეაბილიტირებული ქუჩის ხარისხი არ მოეწონა და კომპანიას შესაბამის შენიშვნები მისცა, რის შემდეგაც ქუჩა გადათხარეს. კომპანიამ სამუშაოები თავიდან განახორციელა თუმცა ისევ უხარისხოდ. საბოლოოდ გზა, 2018 წლის ბოლოს მეოთხედ გადათხარეს და თავიდან დააგეს ასფალტი.
"ჩვენთვის მთავარია ხარისხი, არცერთ სამუშაოს არ ჩავიბარებთ თუ იყო ხარვეზები. კომპანიას პერიოდულად ვაძლევდით შენიშვნებს და ისინი ვალდებულები იყვნენ ხელშეკრულების პირობების გათვალისწინებით თავიდან შეესრულებინათ სამუშაოები", - განაცხადა ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელმა ზურაბ ტაბაღუამ "ინფო რუსთავთან" საუბრისას.