გინება, შეურაცხყოფა და ნივთების სროლა კალათბურთის მატჩზე. ინციდენტი "რუსთავისა" და "ბათუმის" საკალათბურთო გუნდებს შორის შეხვედრის დროს მოხდა. გულშემატკივარმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მსაჯს მას შემდეგ მიაყენა რაც მისი გადაწყვეტილება არ მოეწონა, პასუხმაც არ დააყოვნა და არბიტრმა მაკა კუპატაძემ მაყურებელს პლასტმასის მანიშნებელი ესროლა. ინციდენტის შემდეგ სიტუაცია კიდევ უფრო დაიძაბა, თუმცა მწვრთნელებისა და კალათბურთელების ჩარევის შემდეგ ვითარება რამდენიმე წუთში განიმუხტა.