2019 წლის 1-ელი იანვრიდან სახელმწიფო პენსია 20 ლარით იზრდება და შესაბამისად პენსიონერები ყოველთვიურად, 180 ლარის ნაცვლად 200 ლარს მიიღებს.
პენსია 20 ლარით იზრდება შშმ პირებისთვისაც. კერძოდ, მკვეთრად გამოხატული 1-ელი ჯგუფის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები 180 ლარის ნაცვლად 200 ლარს მიიღებენ, მე-2 ჯგუფის შშმ პირები კი 100 ლარის ნაცვლად 120 ლარს. ამასთან, შშმ ბავშვები პენსიის სახით 180 ლარის ნაცვლად 200 ლარს მიიღებენ.
მაღალმთიანი სტატუსის მქონე დასახლებებში პენსია 216 ლარის ნაცვლად 240 ლარი იქნება.
პენსიის გაზრდა 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტით არის გათვალისწინებული.