რუსთავი-თბილისის ჩქაროსნულ მაგისტრალზე საავტომობილო საცობია. "ინფო რუსთავს" მგზავრები დაუკავშირდნენ და რესტორან "მარაბდიდან" ქვემო ფონიჭალამდე საცობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს. შეზღუდულად ის მძღოლები გადაადგილდებიან რომლებიც თბილისიდან რუსთავის მიმართულებით მოემართებიან. როგორც "ინფო რუსთავისთვის" არის ცნობილი ქვემო ფონიჭალის მონაკვეთზე რამდენიმე მსუბუქი ავტომობილი ერთმანეთს დაეჯახა, არიან დაშავებულები, ინფორმაცია მსხვერპლის შესახებ არ ვრცელდება.