კანდიდატებმა თავიანთი არჩევანი დააფიქსირეს (ფოტოები).

2016-10-30 15:15:47

რუსთავის მაჟორიტარობის სამმა კანდიდატმა არჩევნებში მონაწილეობა უკვე მიიღო. "ქართული ოცნების" კანდიდატებმა პაატა მხეიძემ და გიორგი ბეგაძემ, ასევე "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მაჟორიტარობის კანდიდატმა  მამუკა ჩიქოვანმა თავიანთი ხმები დღის პირველ ნახევარში ოჯახის წევრებთასნ ერთად საარჩევნო უბნებზე დააფიქსირეს. ამ დროისთვის ხმა არ მიუცია "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატ დავით კირკიტაძეს.