"რუსთავი"-ს მორიგი მარცხი

2018-12-29 21:06:03

რუსთავის საკალათბურთო კლუბი "რუსთავი" საკუთარ მოედანზე თბილისის "კაკტუსს" დაუპირისპირდა. რუსთაველები პირველ ნახევარს მცირედით, თუმცა იგებდნენ, მეორე ნახევარში თამაში ქულა-ქულაში წარიმართა, საბოლოოდ კი ბოლო წამებში "კაკტუსმა" სძლია "რუსთავს" და ანგარიშით 76:81 დაამარცხა.

"რუსთავმა" სეზონი ცუდად დაიწყო, ამ დროისთვის კლუბი ბოლო ადგილზეა. "რუსთავს" 8 შეხვედრიდან 7 წაგება აქვს.

სეზონის მიმდინარეობას აფასებს კლუბის მთავარი მწვრთნელი რამაზ გოგობერიშვილი - "ფაქტია, რომ ცუდად დავიწყეთ სეზონი და მოგვიწია უცხოელების გაშვება, რომლებიც არც დისციპლინით ვარგოდნენ და არც თამაშით. ფაქტობრივად ახლა პირველ ნაბიჯებს დგამენ ბიჭები, ახალი უცხოელები და შეთამაშება სჭირდებათ ცოტა, რომლებიც უკვე მომავალ წელს მგონი ყველაფერს დახვეწავენ და უფრო კარგი სტარტი გვექნება. ფლეი ოფში მოხვედრის დიდი შანსები გვაქვს და შემდეგ უკვე ფლეი ოფში თავიდან იწყება ყველაფერი. მომავალი გვიჩვენებს. მთავარია ის, რომ ფლეი ოფში მოვხვდეთ."