"აზოტის დახმარებას" კიდევ რამდენიმე მუშა დათანხმდა.

2017-02-20 15:39:24

აზოტის საწარმოდან გათავისუფლებული მუშების რაოდენობა, რომლებიც სასამართლოში სარჩელის შეტაანს გეგმავდნენ, განახევრდა. მათი ნაწილი ქარხნის ადმინისტრაციის მიერ შეთავაზებულ კომპესაციას დათანხმდა. 40 -მდე ადამიანი კი სასამართლოში სარჩელის შეტანას, სამსახურში აღდგენისა და გაცდენილი საათების ანაზღაურების მოთხოვნით კვლავ გეგმავს. რაც შეეხება პროტესტს, პროფკავშირების წარმომადგენლების განცხადებით აქციები უახლოეს დღეებში განახლდება.