31 დეკემბერს დასავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით მოიმატებს ღრუბლიანობა. ზოგან ნალექი, მთაში თოვლის სახით. ცვალებადი მიმართულების ქარი 8-13 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში ღამით -1, +4°, დღისით +6, +11°; მთაში ღამით -6, -1°, დღისით 0, +5°; მაღალმთაში ღამით -9 -4°, დღისით -5, 0°. აღმოსავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ზოგან შესაძლებელია მცირე ნალექი, უმეტესად თოვლის სახით. ცვალებადი მიმართულების ქარი 8-13 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: ბარში ღამით -6, -1°, დღისით +2, +7°; მთაში ღამით -11 , -6°, დღისით -2, +3°; მაღალმთაში ღამით -14, -9°, ზოგან -18°-მდე, დღისით -5, 0°. ზოგან -8°-მდე.
თბილისში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. ცვალებადი მიმართულების ქარი 8-13 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: ღამით -1°, დღისით +8°.
რუსთავში ჰაერის ტემპერატურა იქნება: 30 დეკემბერი +8°C, 31 დეკემბერი +8°C, 1 იანვარი +6°C, 2 იანვარი +9°C. რუსთავში თოვა არ არის მოსალოდნელი.