რუსთავის მერი პროექტის შეჩერების მიზეზებზე საუბრობს [video]

2018-12-10 18:21:01

ცენტრალური ბიუჯეტიდან მუნიციპალიტეტებისთვის ინფრასტრუქტურული პროექტების დასაფინანსებლად გამოყოფილი თანხის ათვისების პრობლემა რომ დგას, ეს რუსთავის მაგალითზეც გამოჩნდა. რეგიონალური განვითარების სამინისტროდან გამოყოფილი 9 მილიონ 231 ათასი ლარიდან რუსთავის მუნიციპალიტეტმა მხოლოდ 4 მილიონ 358 ათასი ლარი დახარჯა.

მიმდინარე წლის დასრულებამდე 4 დღეზე ნაკლები დრო დარჩა. შესაბამისად, ამ პერიოდში აუთვისებელი თანხების სრულად ათვისება რომ ვეღარ მოესწრება, ამაზე თავად ადგილობრივი მთავრობის ხელმძრვანელი პირებიც
საუბრობენ, თუმცა აცხადებენ, რომ ახლა მუშაობენ იმისთვის, რომ დაუხარჯავი მილიონები გადავიდეს მომავალი წლის ბიუჯეტში და თანხა კვლავ მუნიციპალიტეტში დარჩეს.