ავარიის დროს 4 ადამიანი დაშავდა [video]

2018-12-28 00:26:03

რუსთავი-ლილოს მაგისტრალზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. [ვიდეო/video]

არსებული ინფორმაციით "ჰონდა"-ს მარკის ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და გადაყირავდა. ავარიის დროს ავტომობილში 4 ადამიანი იმყოფებოდა: 3, 15, 25 და 52 წლის, ოთხივე მდედრობითი სქესის წარმომადგენელი.

დაშავებულეები რუსთავის სამედიცინო დაწესებულებში გადაიყვანეს, მათგან 3 ცენტრალურ საავადმყოფოში, ხოლო 1 კლინიკა რუსთავში.

პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.