მომდევნო 4 დღის ამინდის პროგნოზი

2018-12-27 23:24:56

28 დეკემბრიდან 29 დეკემბრამდე საქართველოს მთიან და მაღალმთიან ზონაში მოსალოდნელია ძლიერი თოვა, ზოგან ნისლი და ქარბუქი.

მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია მთიან ზონებში თოვლის ზვავების ფორმირება და მეწყრული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.

28 დეკემბერს ჰაერის ტემპერატურა 2-7 გრადუსი იქნება. დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია წვიმაც, ზოგან თოვლჭყაპი. აღმოსავლეთ საქართველოში კი ნალექი უმეტესად თოვლის სახით იქნება.

სინოპტიკოსების პროგნოზით, უამინდობა 28 დეკემბერსაც შენარჩუნდება. დასავლეთ საქართველოში ისევ ნალექიანი ამინდი იქნება, აღმოსავლეთ საქართველოში კი დღისით გამოიდარებს.

რუსთავში ჰაერის ტემპერატურა იქნება: 28 დეკემბერი +7°C, 29 დეკემბერი +5°C, 30 დეკემბერი +5°C, 31 დეკემბერი +7°C.