რუსთაველი ემიგრანტის საჩუქარი იტალიიდან

2018-12-26 13:47:32

რუსთავში მცხოვრებმა მარტოხელა მოხუცებმა საახალწლოდ საჩუქრები მიიღეს.

სოციალურად დაუცველ მოხუცებს საახალწლო ნობათი ქართველმა ემიგრანტმა ინეზა ქებულაძემ გამოუგზავნა.

ინეზა ქებულაძე რამდენიმე წელია რაც იტალიაში ემიგრაციაში იმყოფება. რუსთაველმა ემიგრანტმა ახალი წელი მარტოხელა მოხუცებს რუსთავის კორპუსის სამსახურის თანამშრომლების დახმარებით მიულოცა.

"რუსთავის კორპუსის" თანამშრომლის მარიამ ქებულაძის დედამ ინეზა ქებულაძემ, რომელიც იმყოფება ემიგრაციაში იტალიაში ქ.ბარში გამოთქვა სურვილი დახმარებოდა მარტოხელა მოხუცებს. ქალბატონმა ინეზამ გამოიჩინა კეთილი ნება და გამოაგზავნა საახალწლო ამანათი, რუსთავის კორპუსის დირექტორის ბატონ ზვიად ლაბაძის და ამავე სამსახურის კოორდინატორების დახმარებით ამანათები გადაეცათ ყველაზე გაჭირვებულ მარტოხელა მოხუცებს, ჩვენ რამდენიმე მისამართზე ვიყავით და გადავეცითი ინაზას საჩუქრები ჩვენს მოხუცებს"- განაცხადეს რუსთავის კორპუსის  თანამშრომლებმა.

საახალწლო საჩუქრები სულ 17-მა სოციალურად დაუცველმა ოჯახმა მიიღო. ინფო რუსთავისთვის ცნობილი გახდა, რომ რუსთაველი ემიგრანტი რუსთავში და ქვემო ქართლის სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში მცხოვრებ გაჭირვებულ ოჯახებს სისტემატიურად ეხმარება.