კონცერტი რუსთავის თეატრში

2018-12-25 20:08:39

29 დეკემბერს 19:00 (7 საათზე) ქალაქ რუსთავში, კომპანია "NEWS STARS'' მიერ გ.ლორთქიფანიძის სახელობის თეატრში, გაიმართება საქველმოქმედო კონცერტი სალომე ცაგარეიშვილის დასახმარებლად.

სალომეს აქვს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები, რომელიც მოითხოვს სასწრაფო სამედიცინო ჩარევას,ეს ყველაფერი კი დიდ თანხებთან არის დაკავშირებული. კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ ყველასათვის ცნობილი და საყვარელი სახეები: ანსამბლი ხარება, თამუნა ალადაშვილი, პოეტი გიორგი არაბული, პოეტი თორნიკე ნაროზაული, ირაკლი ბერძენიშვილი, პაატა ოდიშვილი, დები წიკლაურები, ანსამბლი სვანთა, მარიამ ცქვიტინიძე, ვაჟა მძელური, ოთო და გიორგი, ნუცუბიძეები, ნიკა გიორგაძე, მეცამეტე თვის პოეტი ამირან ჯანჯღავა , ირმა არავიაშვილი, ხვიჩა გამცემლიძე.

კონცერტზე დასწრების ღირებულება: 10 ლარი

კონცერტზე ადგილის დაჯავშნა შესაძლებელია როგორც ადგილზე თეატრში 29დეკემბრის 5 საათიდან,ასევე საბანკო ანგარიშსწორებითაც. საბანკო ანგარიშსწორების შემთხვევაში 29 დეკემბრის ჩათვლით თანხას გადმორიცხავთ თიბისი ბანკის ანგარიშზე: GE53TB7305445061600020 მიმღები: რევაზი შოშიაშვილი. დანიშნულებაში აუცილებლად მიუთითეთ თქვენი სახელი-გვარი.

ასევე შესაძლებელია სწრაფი გადახდის აპარატებიდანაც თანხის გადმორიცხვა პირადი ნომრით: 35001111965 ; მიმღები:რევაზი შოშიაშვილი. აპარატიდან თანხის გადმორიცხვის შემთხვევაში აუცილებლად დაგვიკავშირდით აღნიშნულ ნომერზე: 555 93 38 59 და ჩაგვაწერინეთ თქვენი სახელი-გვარი.

კონცეტრის მხარდამჭერები არიან: მოლაშქრეთა კლუბი "ირბისი", ქალაქ რუსთავის მერია, მედია მხარდამჭერი ინფო რუსთავი-Info Rustavi, რესტორანი "ლაზიკა", "მეტი პოზიტივი ერო".