2018-12-25 09:41:00
თბილისში, სამტრედიის ქუჩაზე ხანძარს 90 წლის ქალის სიცოცხლე ემსხვერპლა.
ცეცხლი საცხოვრებელი კორპუსის მესამე სართულზე გაჩნდა.
ადგილზე მობილიზებული იყო 7 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი.
ამ დროისთვის ხანძარი ლიკვიდირებულია, დამწვარია 60 კვ. მ. ფართობი.