რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატი პაატა მხეიძე დღეს რუსთავის საკრებულოში ბიუროს სხდომას დაესწრო და გარკვეულ საკითხებთან მიმართებაში საკუთარი აზრი დააფიქსირა.
დღის წესრიგით გათვალისწინეულ საკითხებიდან ერთერთზე, სადაც საუბარი იყო მერიის საშტატო ნუსხის დამტკიცებაზე დეპუტატმა განაცხადა რომ არ შეიძლება ერთიდაიგივე რანგის თანამშრომლებს ჰქონდეთ სხვადასხვა ხელფასი, მით უმეტეს ეს სხვაობა შეადგენდეს 400 ლარს.
"თუ თანამშრომელი ნაკლები დატვირთვით მუშაობს მაშინ უნდა მისცე მას საქმე, თუ არა და მაშინ 400 ლარი სხვაობა ერთიდაიგივე რანგის თანამშრომლებს შორის დაუშვებელია", - განაცხადა პაატა მხეიძემ.