25 დეკემბერს ელ.ენერგიის მიწოდება იზღუდება

2018-12-24 18:17:10

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს.

ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 25 დეკემბერს ელექტროენერგიის მიწოდება:

11:50-დან 12:00 საათამდე შეეზღუდებათ აბონენტებს ქ. რუსთავში მშენებელთა, ფიროსმანის, წერეთლის, მშვიდობის და მიმდებარე ქუჩებზე, მარის არხის დასახლებაში. 15:00-დან 18:00 საათამდე - აბონენტებს დავით გარეჯის, ქაშაკაშვილის, სააკაძის, ბათუმის ქუჩებზე. 12:00-დან 17:05 საათამდე ეტაპობრივად ძაბვა შეეზღუდებათ მომხმარებლებს კოსტავას, რუსთაველის, 9 მაისის, ნიკოლაძის, დუმბაძის და მიმდებარე ქუჩებზე.

11:30-დან 18:30 საათამდე - დმანისის მუნიციპალიტეტის სოფლებს ბოსლები, კაკლიანი. 12:00-დან 18:00 საათამდე -  სოფლებს გომარეთი, ზემო და ქვემო კარაბულახი, იფნარი, კიზილაჯლო, ველისპირი, საჯა და მიმდებარე სოფლებს.

15:30-დან 18:30 საათამდე - თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფლებს ასურეთი, ენაგეთი, შავსაყდარი, კოდა, ღოუბანი და მიმდებარე სოფლებს.

12:00-დან 17:00 საათამდე - მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფლებს ამბაროვკა, სართიჭალა, ქეშალო, ალგეთი და მიმდებარე სოფლებს. 12:00-დან 13:00 საათამდე - სოფლებს კასუმლო, არაფლო, ულაშლო, ახლომახმუდლო და მიმდებარე სოფლებს. 15:00-დან 18:00 საათამდე - სოფლებს წერაქვი, სიონი, ახკულა, ახკულა და მიმდებარე სოფლებს.

12:00-დან 16:10 საათამდე -  სოფლებს ხაჩკოვი, ყაბური და მიმდებარე სოფლებს.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.