საკრებულოს სხდომა გაიმართა

2018-12-24 16:29:27

რუსთავში საკრებულოს სხდომა გაიმართა.

დღის წესრიგით განხილული იყო 25 საკითხი. სხდომაზე 2019 წლის ბიუჯეტი დამტკიცდა.

საკრებულოს წევრებმა ინფრასტრუქტურულ და სოციალურ საკითხებზე, რუსთავ-თბილისის მიმართულებით სამგზავრო ტარიფის განსაზღვრის შესახებ, საჯარო მოხელეების თანამდებობრივი სარგოების და საშტატო ნუსხის შესახებ იმსჯელეს.

"2019 წლის რუსთავის ბიუჯეტმა 42 700 000 ლარი შეადგინა. ბიუჯეტთან დაკავშირებით იყო შენიშვნები, მიმდინარეობდა მოლაპარაკებები, რაც გათვალისწინებულ იქნა მერიის მიერ, რის შემდგომაც დამკიცდა აღნიშნული დოკუმენტი", - განაცხადა საკრებულოს თავჯდომარემ ლევან ონიანმა.