ბათუმში გრიპის ვირუსით 53 წლის ქალი გარდაიცვალა. იგი ქალაქის რესპუბლიკურ საავადმყოფოში სუნთქვის მწვავე უკმარისობით 17 დეკემბერს მიიყვანეს, დღეს დილით კი რეანიმაციულ განყოფილებაში გარდაიცვალა.
წინასწარი მონაცემებით, ამ ეტაპზე პაციენტს „ა“ ტიპის გრიპი დაუდასტურდა. როგორც ექიმები აცხადებენ, დამატებითი კვლევისთვის ანალიზები თბილისში, ლაბორატორიაშია გადაგზავნილი.