სახანძროს ეკიპაჟი გუბერნიასთან [video]

2018-12-24 00:22:00

ქვემო ქართლის რწმუნებულის ადმინისტრაციაში მეხანძრე-მაშველები იმყოფებოდნენ. [ვიდეო/video]

არსებული ინფორმაციით მოქალაქემ, რომელმაც გუბერნიის შენობას ჩაუარა, დაინახა რომ სახურავიდან კვამლი ამოდიოდა და 112-ში დარეკა.

ადგილზე მისულმა მეხანძრეებმა გაარკვიეს რომ შენობაში ხანძარი არ იყო, ხოლო კვამლი შენობის საკვამურიდან ამოდიოდა.

გამოძახება კი ცრუ აღმოჩნდა.