რამდენიმე წუთის წინ „ერთიანი ნაცინალური მოძრაობის“ მაჟორიტარი დპუტატობის კანდიდატმა მამუკა ჩიქოვანმა განცხადება გააკეთა. კანდიდატის თქმით #10 საარჩევნო უბანზე, კომისიის ერთ-ერთი წევრი ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა, რაც საარჩევნო პროცესის შეფერხებას იწვევდა. „ინფო რუსთავმა“ ინფორმაცია ადგილზე გადაამოწმა. #10 საარჩევნო უბნის თავმჯდომარემ, ჩვენთან საუბარში, გავრცელებული ინფორმაცია უარყო. ერთ-ერთმა დამკვირვებელმა კი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ ფაქტი დაადასტურა და კომისიის წევრი ნასვამი მამაკაცი პიროვნული შეურაცყოფის მიყენებაშიც დაადანაშაულა. #10 საარჩევნო უბანზე ვითარების გამწვავების გამო, ადგილზე გამოცხადდა, რუსთავის #20 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გაგა აფციაური. მან ჩიქოვანის განცხადებას უსაფუძვლო უწოდა და კომისიის წევრებს სიმშვიდის შენარჩუნებისკენ მოუწოდა.