"რუსთავი" 10 კლუბში ბოლო ადგილზეა

2018-12-23 22:15:29

რუსთავის საკალათბურთო კლუბმა "რუსთავი", დღეს ქიმიკოსთა სპორტკომპლექსში კიდევ ერთი შეხვედრა გამართა და კიდევ ერთხელ დამარცხდა.

მიმდინარე სეზონზე რამაზ გოგობერიშვილის გუნდმა საკუთარ მოედანზე ყველა თამაში წააგო, კლუბი 10 გუნდში ბოლო ადგილზეა.

"რუსთავმა" სულ 7 შეხვედრა გამართა, საიდანაც 1 თამაში, "მგზავრებთან" სტუმრად მოიგო.

მიუხედავად იმისა რომ გუნდი ქალაქის ბიუჯეტიდან ფინანსდება და წლიურად რუსთავს მისი შენახვა ნახევარ მილიონ ლარზე მეტი უჯდება, ასეთი ცუდი შედეგი გულშემატკივარს არ ახსოვს.

არსებული ინფორმაციით კლუბში სხვადასხვა სახის პრობლემებია როგორც მენეჯმენტში ასევე სამწვრთნელო მიმართულებით.

შეგახსენებთ რომ უცხოელები რომლებიც ჯერ კიდევ სექტემბერში ჩამოვიდნენ რუსთავში, კლუბში სათამაშოდ 2 თვეში უკან გააბრუნეს. დანაკარგებია რუსთაველი კალათბურთელების კუთხითაც, კლუბმა ვერ შეინარჩუნა ერთერთი საუკეთესო მოთამაშე რამაზ ჩაჩანიძე.

"რუსთავი" წლის ბოლოს, 29 დეკემბერს "კაკტუსს" დაუპირისპირდება, ვნახოთ დარჩება თუ არა კლუბი ბოლო პოზიციაზე თუ გადაინაცვლებს ბოლოდან მეორე ადგილზე.