რუსთავში ბუნებრივი აირის ნამწვით 2 მამაკაცი მოიწამლა.
18 და 30 წლის მამაკაცებმა co-თი ინტოქსიკაცია XII მირკორაიონში, ერთერთ საცხოვრებელ ბინაში მიიღეს.
ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟი.
პაციენტები ქალაქის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, მათ შესაბამისი სამედიცინო დახმარება გაეწიათ.
მამაკაცების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.