ცეცხლი ავტომანქანების ნაწილების საწყობში გაჩნდა

2018-12-22 16:01:09

ხანძარი თბილისში, ფეიქრების ქუჩაზე.

ცეცხლი ავტომანქანების ნაწილების საწყობში გაჩნდა. საგანგებო სიტუაციების თანამშრომლების ინფორმაციით, დამწვარია 70 კვ. მ. ფართობი. ხანძარი ლოკალიზებულია. ადგილზე მუშაობდა 4 სახანძრო -სამაშველო ჯგუფი. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს