გიგა ლორთქიფანიძის სახელობის, რუსთავის პროფესიულ თეატრში, სპექტაკლის "დონ ჟუანის" პრემირა გაიმართა.
სპექტაკლის რეჟისორი, ამავე თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი სოსო ნემსაძეა. სპექტაკლი, ფრანგი დრამატურგის, ჟან-ბატისტ მოლიერის, შედევრად აღიარებული პიესის "დონ ჟუანი ანუ ქვის სტუმარის“ მიხედვით დაიდგა. მასში მონაწილეობა თერთმეტმა მსახიობმა მიიღო.
"პიესაზე დაახლოვებით 3 თვის განმავლობაში ვმუშაობდით და ძალიან რთულია, ზოგადად, შეეხო ადამიანი გავრცელებულ ნაწარმოებს თეატრალურ სივრცეში, როგორიცაა "დონ ჟუანი". საზოგადოებას ახსოვს ძალიან ბევრი ინტერპრეტაცია ამ პიესის, მაგრამ ჩვენი ნამდვილად არის თავისი მოცემულობით რადიკალურად განსხვავებული. ალბათ ეს მისცემს, მაყურებელს საშუალებას, კიდევ ერთხელ გადაფურცლოს მოლიერის ეს პიესა, იმდენად განსხვავებულია თვითონ სპექტაკლის და პიესის სიუჟეტი. აქცენტი გავაკეთეთ მხოლოდ იმ მთავარ გმირებზე, რომლებიც დონ ჟუანის გარშემო იკრიბებიან. ჩვენ "დონ ჟუანს" ვიცნობთ, როგორც საზოგადოებაში სტერეოტიპად ჩამოყალიბდა განსაკუთრებული იმიჯის მატარებელი, როგორც მექალთანე, მაგრამ ჩვენს ვერსიაში "დონ ჟუანი" მხოლოდ ამ ღირსებით თუ ნაკლით არ გამოირჩევა. უფრო დამანგრეველია, და ათივე მცნებას ანგრევს, მაგრამ ანგრევს არა ბოროტული ხერხებით, ძალიან რბილად და თითქოს გეჩვენება, რომ არ არის დამნაშავე"- განაცხადა რეჟისორმა სოსო ნემსაძემ.