რუსთავში ბავშვს სახე დაეწვა

2018-12-20 00:01:50

რუსთავში, ტაშკენტის ქუჩაზე, ერთერთ საცხოვრებელ ბინაში 3 წლის ბავშვა სახეზე დამწვრობა მიიღო.

არსებული ინფორმაციით გოგონა შემთხვევით გაზის გამათბობლის იმ ნაწილს შეეხო რომელსაც ხუფი მოხსნილი ჰქონდა.

მცირეწლოვანი ქალაქის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, ექიმების რეკომენდაციით კი მოგვიანებით ბავშვის გადაყვანა თბილისის დამწვრობის ცენტრში მოხერხდა.