22 დეკემბერს, "ენერგო-პრო ჯორჯიას" აბონენტების ნაწილს გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება, - ამის შესახებ "ინფო რუსთავს" კომპანია "ენერგო-პრო ჯორჯიადან" აცნობეს.
კერძოდ: 22 დეკემბერს 01:30-დან 02:00 საათამდე შუალედში ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს რუსთავში ლომოურის, ფალიაშვილის, მელიქიშვილის და მიმდებარე ქუჩებზე;
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების თანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.