ქართველი კანონიერი ქურდი დააკავეს

2018-12-21 14:20:53

მანჰეტენის ფედერალურმა სასამართლომ 45 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა ქართველ ე.წ. კრიმინალურ ავტორიტეტ რაჟდენ შულაიას, რომელსაც ასევე რომას და რაჟდენ პიტერსკის სახელითაც იცნობენ.

ბრალდების მხარე მისთვის 65 წლიან პატიმრობას ითხოვდა და შულაიას ნიუ იორკსა და აშშ-ს მთელს აღმოსავლეთ სანაპიროზე, აღმოსავლეთ ევროპის კრიმინალური დაჯგუფების მთავარ „ბოსად“ ახასიათებდა.

განაჩენის გამოცხადებისას მოსამართლე ლორეტა პრესკამ აღნიშნა, რომ რაჟდენ შულაია არ განიცდის სინანულს და ერთადერთი გზა საზოგადოებისგან მის გასამიჯნად, რა შეიძლება ხანგრძლივად პატიმრობაში დატოვებაა.

სამაგალითო ქცევის შემთხვევაში, კანონით სასჯელის შემცირება მხოლოდ ვადის 15%-მდეა შესაძლებელი. 41 წლის რაჟდენ შულაია საპატიმროს სულ მცირე 70 წლამდე ვერ დატოვებს. გათავისუფლების შემდეგ კი მას რუსეთში დეპორტაცია ელის.

ინფორმაციას BBC ავრცელებს