რუსთავის #4 საჯარო სკოლის გუნდმა პროექტში „ტვინების ბრძოლა“საქართველოს საუკეთესო გუნდის ტიტული მოიპოვა.
„ტვინების ბრძოლა“ უკვე რამდენიმე წელია საქართველოში ტარდება.
ფინალური რესპუბლიკური ეტაპი თბილისში, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში გაიმართა.
კატეგორიაში ”U 8” მაქსიმალური 83 ქულით 86 გუნდს შორის საქართველოში ერთპიროვნული გამარჯვებული გახდა რუსთავის #4 საჯარო სკოლის გუნდი „ვარსკვლავები-4“ (კაპიტანი ნათია ჯანიკაშვილი). გუნდის წევრები: მათე რეხვიაშვილი, ნიკოლოზ ვეფხვაძე, ანა მაისურაძე და მარიამ შევარდენიძე.
აღსანიშნავია, რომ ამ გამარჯვებულ მოსწავლეებს წინა კლასებში მოგებული აქვთ სხვა კონკურსებიც.
კატეგორიაში"Junio” 78 ქულით 82 გუნდს შორის რესპუბლიკაში მეორე ადგილი მოიპოვა გუნდმა „ოპტიმისტი“ (კაპიტანი მე-5 კლასელი ნიკოლოზ ექვთიმიშვილი). გუნდის წევრები: დავით ქურდაძე, ანა კამკამიძე, დაჩი გაჩეჩილაძე და ანა გოგოლაძე.
მეოთხესკოლელები იანვარში ბაკურიანის ბანაკში ერთი კვირით დაისვენებენ.