20 დეკემბერს რუსთავში ელ.ენერგიის მიწოდება იზღუდება

2018-12-19 18:07:50

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს.

ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 20 დეკემბერს 12:30-დან 18:30 საათამდე შუალედში ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს წალკის რაიონის სოფელბში განთიადი, დარაკოვი, სანთა, ხადიკი, თიაქ-ქილისა, წინწყარო და მიმდებარე სოფელბში,

13:00-დან 13:30 საათამდე აბონენტებს რუსთავში ლომოურის, ფალიაშვილის, მელიქიშვილის, ახმეტელის და მიმდებარე ქუჩებზე,

13:00-დან 18:00 საათამდე გარდაბნის რაიონის სოფელბში მარტყოფი, ლოჭინი, ბოტანიკა, ულიანოვსკი, ლილოს დასახლება და მიმდებარე სოფლებში, აგრეთვე გარდაბანში,

14:00-დან 18:00 საათამდე აბონენტებს მარნეულის რაიონის სოფელბში სადახლო, ხულდარა, მოლაოღლი, სარალი და მიმდებარე სოფელბში.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების თანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.