ქუჩაზე წყალმომარაგების ქსელი არ არსებობდა [video]

2018-12-19 15:14:40

რუსთავში მოდებაძის ქუჩის მიმდებარედ წყალმომარაგების ახალი სისტემა ეწყობა. [ვიდეო/video]

კომპანია რუსთავის წყალი ქალაქ რუსთავში მოდებაძის ქუჩის მიმდებარედ, დავით აღმაშენებლის გასასვლელებში წყალმომარაგების ახალ სისტემას აწყობს. აღნიშნული მონაკვეთი ქალაქ რუსთავის ახალშემოერთებული ტერიტორიაა, სადაც აქამდე წყალმომარაგების ქსელი არ არსებობდა.

პროექტის მიხედვით აღმაშენებლის გასასვლელებში წყალმომარაგების 3.8 კმ-ზე მეტ  სისტემა მოეწყობა, რაშიც კომპანია რუსთავის წყალი 95 000 ლარის ინვესტიციას ახორციელებს. ამ ეტაპზე, საპროექტო სამუშაოები მიმდინარეობს. 2019 წლის პირველი კვარტლის ბოლოს კი ტექნიკური სამუშაოები დაიწყება. აღნიშნული პროექტის შედეგად კომპანია რუსთავის წყალი დამატებით 150 ოჯახის 24 სააათიან, სტაბილურ წყალმომარაგებას უზრუნველყოფს.