გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს.
ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 19 დეკემბერს ელექტროენერგიის მიწოდება 15:00-დან 16:00 საათამდე შეეზღუდებათ აბონენტებს ქ. რუსთავში მესხიშვილის, ლეონიძის, ერისთავის, აღმაშენებლის და მიმდებარე ქუჩებზე.
13:00-დან 14:00 საათამდე - ქ. გარდაბანში აღმაშენებლის, 9 მაისის, სამედ ვურგუნის, ნინოშვილის და მიმდებარე ქუჩებზე.
12:30-დან 19:10 საათამდე - დმანისის მუნიციპალიტეტის სოფლებს გუგუთი, კამიშლო, ლოქჭანდარი, საკირე, გორა.
11:30-დან 14:30 საათამდე - თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფლებს ამლივი, ტბისი, ორბეთი, ჩხიკვთა და მიმდებარე სოფლებში.
11:00-დან 16:00 საათამდე - ქ. მარნეულში ჯანდარის, 26 მაისის, 300 არაგველის და და მიმდებარე ქუჩებზე, სოფელ კიზილ-აჯილოში.
11:00-დან 18:00 საათამდე - აბონენტებს წალკაში რუსთაველის, ათენსის, კლდეკარის, იოანიდის და მიმდებარე ქუჩებზე, სოფლებს კოხტა, ხარება, ჩრდილისუბანი და მიმდებარე სოფლებს.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.