დავით კირკიტაძემ შიმშილობა დაიწყო

2018-12-17 23:02:51

დავით კირკიტაძემ შიმშილობა დაიწყო.

პოლიციის განყოფილებიდან გამოსულმა გიორგი კონდახაშვილმა აღნიშნული ინფორმაცია ჟურნალისტებს მიაწოდა.

"მას უკვე გადეცა დაკავების ოქმი, სადაც პოლიციელზე თავდასხმაზეა საუბარი. დავითი აცხადებს შიმშილობას და წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ ცნობს. კატეგორიულად გამორიცხავს რომელიმე პოლიციელზე ძალადობის განხორციელებას და აცხადებს, რომ მის მიმართ პოლიტიკური დევნა ხორციელდება“,- განაცხადა დავით კირკიტაძის ადვოკატმა.

ამ დროისთვის პოლიციის განყოფილებასთან სადაც დავით კირკიტაძის დაკითხვა მიმდინარეობდა, გაერთიანებული ოპოზიციის აქცია იმართება.

შეგახსენებთ რომ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს.