"ვაპირებ მე თვითონ მივიდე პოლიციაში"

2018-12-17 10:36:09

დავით კირკიტაძის სახლთან, დიღომში პოლიცია არის მობილიზებული.

"ინფო რუსთავი" ნაციონალური მოძრაობის წევრს დაუკავშირდა.

"20 წუთის წინ იყო პოლიცია მობილიზებული, მას მერე რაც მე დავურეკე ჩემს ადვოკატს, მეგობრებს და პრესას, სადარბაზო დატოვეს, თუმცა აქვე არიან ახლომახლო. ახლა მე თავად ვაპირებ გადავიდე პოლიციაში და გავარკვიო რა უნდოდათ. დადასტურებულად შემიძლია გითხრათ რომ ეს არის პანიკაში მყოფი ხელისუფლების მოქმედება, რომელმაც განიზრახა, რომ მსგავსი ფორმებით ეურთიერთოს ხალხს და ოპოზიციას", - დავით კირკიტაძე.

არის თუ არა პოლიციელების მობილიზება გუშინდელ აქციასთან კავშირში ჯერ ცნობილი არ არის.