კახეთის გზატკეცილზე, სოფელ ველისციხის მიმდებარე ტერიტორიაზე, აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირების დროს 50 წლამდე ქალი შეუძლოდ გახდა.
ადგილზე ამ დრომდე სასწრაფო დახმარების ეკიპაჟს ელოდებიან.
ადგილზე საავტომობილო მოძრაობა შეზღუდულია, რის გამოც სასწრაფო დახმარების ეკიპაჟი დანიშნულების ადგილზე მისვლას ვერ ახერხებს.